დასავლური მედია ჯონი დეპის რომანზე ალაპარაკდა. ტაბლოიდების ცნობით, 61 წლის მსახიობი ახალგაზრდა რუს ქერათმიან გოგონას, იულია ვლასოვას ხვდება. გოგონას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ინსაიდერების ცნობით, იულიას ჩეხეთში სილამაზის სალონი აქვს გახსნილი, რომელსაც თავად მართავს.
წყვილი ერთად ლონდონში გადაიღეს, ის ჯონისთან ერთად მისეირნობდა. ამ დღეს დეპი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი, ხელში კი გიტარა ეკავა. ცნობისთვის, ჯონი და იულია პაპარაცებმა 2022 წელსაც დააფიქსირეს ერთად. მეტი დეტალი ცნობილი არ არის.
ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ იულია დეპის ექს-მეუღლეს ემბერ ჰარდს ჰგავს.
ჯონი დეპი ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს