ტყეში ნაპოვნ Aston Martin-ს აუქციონზე გაყიდიან. უნიკალური ავტომობილი 1962 წელსაა გამოშვებული და მან უკანასკნელი 45 წელი ტყეში გაატარა. საინტერესოა, რომ ის იტალიურ სალონ Carrozzeria Touring-შია აწყობილი და ორკარიან მანქანას თავის დიდებულ წარსულში 240 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. რარიტეტის პირველი მფლობელი ცნობილი ამერიკელი მსახიობი დალას უილიამსი იყო, შემდეგ კი ის მასაჩუსეტსში მცხოვრებმა მამაკაცმა შეიძინა. მან ავტომობილი 70-იანი წლების დასაწყისში ტყეში დატოვა და მას შემდეგ ის აღარც გახსენებია. ავტომობილს სკოტსდეილის აუქციონზე გაყიდიან და მისი საწყისი ღირებულება 375 ათასი დოლარი იქნება.