LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

YouTube-ზე კომპოზიციის წამღერებით მოძიების ფუნქცია უკვე შესაძლებელია

193
page

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ YouTube-ზე კომპოზიციის წამღერებით მოძიების ფუნქციას ტესტავდნენ.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ეს ფუნქცია უკვე სრულყოფილია და YouTube Music მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

ფუნქცია ყველა გამომწერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ახალი ინსტრუმენტი YouTube Music-ის 100 მილიონზე მეტი ოფიციალური სიმღერის კატალოგში სასურველ მელოდიას სმარტფონში ბუნებრივი წამღერებით მოძებნის.

ამისთვის საკმარისია ძიების ღილაკზე დაჭერით ტალღის ფორმის სიმბოლოს მოძიება, შემდეგ კი ყველაფერი მომხმარებელზეა და მის მუსიკალურ სმენაზეა დამოკიდებული.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები