საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.8%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი შემცირდა 6.7%-ით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 0.2%-ით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ: ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი. საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი, რუსეთი და აშშ.
საექსპორტო პროდუქციის სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, ყურძნის ნატურალური ღვინოები და ფეროშენადნობები, საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილია მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების სახით.