LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლაც დედოფალი ნანი ბრეგვაძე… ასევე მეფეთა შთამომავალი ლიზა“ – დღეს განუმეორებელი ნანი ბრეგვაძის და ლიზა ბაგრატიონის დაბადების დღეა

1247
თეაონა ჯორბენაძე

განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია – ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა.

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა

დღესვე იუბილეს აღნიშნავს კიდევ ერთი გამორჩეული მომღერალი და ტელეწამყვანი ლიზა ბაგრატიონი.

იუბილარები დილიდან მილოცვებს იღებენ.

„მიყვარს 21 ივლისი და მინდა, რომ ჩვენთვის უძვირფასესი, მარადი ახალგაზრდობისა და ღირსეული გზის მაგალითი, მართლაც დედოფალი ნანი ბრეგვაძე… ასევე მეფეთა შთამომავალი, ჩემი ელისაბედი“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეონა ჯორბენაძე წერს.

ცნობილი პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე დღეს თავადაც იუბილარია.

თეონა იუბილარებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, საზოგადოებას უზიარებს:

„კარგი გოგოების დაბადების დღეც დადგა ✨✨✨

მიყვარს 21 ივლისი და მინდა, რომ ჩვენთვის უძვირფასესი, მარადი ახალგაზრდობისა და ღირსეული გზის მაგალითი, მართლაც დედოფალი ნანი ბრეგვაძე, ძალიან დიდხანს გვყავდეს ჯანმრთელი და სულ სიცოცხლით სავსე 💜

ასევე მეფეთა შთამომავალი, ჩემი ელისაბედი ყოველ წუთს მინდა დიდი სიყვარულით და ბედნიერებით ავსებდეს, უხდებიან ერთმანეთს და იმიტომ .

წელს იმდენი რამ შემეცვალა და ისეთ აღმოჩენებში ვარ ჩემს თავს რას ვუსურვებ ვერ დავწერ, შევეცდები ოცნებების ნაწილი პირდაპირ განსულიერებული და გასხივოსნებული გაგიზიაროთ 🍷

აქვე ვულოცავ იუბილეს ჩემი ბავშვობის მეგობარს გეგუშა ფიჩხაიას და ჩემს პატარა მეგობარს ლუკა თოფურიას“ – წერს თეონა ჯორბენაძე.

კარგი გოგოების დაბ. დღეც დადგა ✨✨✨ მიყვარს 21 ივლისი და მინდა, რომ ჩვენთვის უძვირფასესი, მარადი ახალგაზრდობისა და…

Posted by Teona Jorbenadze on შაბათი, 20 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g