საქართველოს 7-ქალა ნაკრების მორაგბე, მანონი საღარაძე ტურნირის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა Rugby Europe ალაფა მეორე ადგილზე დაასრულა და ელიტაში აღზევდა.
freerugby.ge – სთან საუბრისას მანონი ამბობს, რომ ყველა ლელოს ემიგრანტ დედას უძღვნის.
„ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის დედა, რომელიც ემიგრაციაშია. ის ჩემს ყველა თამაშს თვალს ადევნებს, ყველა თამაშზე ნერვიულობს და არ მინდა რომ დედას იმედები გავუცრუო ოდესმე ჩემს ყველა ლელოს ემიგრანტ დედას ვუძღვნი“ – ამბობს მორაგბე.
🎙"ჩემს ყველა ლელოს ემიგრანტ დედას ვუძღვნი" – საქართველოს 7-ქალა ნაკრების მორაგბე მანონი საღარაძე👏✌️ 🏉🇬🇪 საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა Rugby Europe-ს ალაფა მეორე ადგილზე დაასრულა და ელიტაში აღზევდა. მანონი საღარაძე ტურნირის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა ✊
Posted by FreeRugby.ge on პარასკევი, 19 ივლისი, 2024