როგორც ცნობილია, ჯეი ლომ 55-ე იუბილე გრანდიოზულად, „ბრიჯერტონის“ სტილში გადაიხადა. ჰემპტონში გამართულ გრანდიოზულ მეჯლისზე ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას ვიქტორიანულ სტილში გადაწყვეტილი უზარმაზარი კაბა ამშვენებდა.
ყველაფერი იდეალურდა იყო გარდა ერთი „დეტალისა“, ჯეი ლოს იუბილეს არ დასწრებია მისი მეუღლე, ბენ აფლეკი. ეს უკვე მართლაც რეალური საბაბია ვიფიქროთ, რომ „ბენიფერს“ შორის ყველაფერი დასრულებულია.
მანამ, სანამ ჯეი ლო სტუმრებს იღებდა, ბენი ლოს-ანჯელესში გადაიღეს, მას კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ხელში კი სამგზავრო ჩანთა ეჭირა.