LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდნენ, რა გიკვირთ, რომ ტერაქტის მოწყობის მცდელობა საქართველოშიც ჰქონდეთ – ბიძინა ივანიშვილი ის ფიგურაა, რომლის ირგვლივ მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანება მოხდა“

183
კახა კალაძე & ბიძინა ივანიშვილი

„რა გიკვირთ? ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდნენ. რა გიკვირთ, რომ საქართველოში ჰქონდეთ მცდელობა ტერაქტის მოწყობის. ბიძინა ივანიშვილია ის ფიგურა, რომლის ირგვლივ მოხდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანება. საქმე გვაქვს ძალიან ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფრის მკადრებლები არიან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?!” – ყაველაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

„გამორიცხული არაფერია, თუ ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. რა გიკვირთ? ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდნენ. რა გიკვირთ, რომ საქართველოში ჰქონდეთ მცდელობა ტერაქტის მოწყობის. ბიძინა ივანიშვილია ის ფიგურა და ის ადამიანი, რომლის ირგვლივ მოხდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანება.

ამ ადამიანმა თავისი გონიერებით თავისი მსოფლმხედველობით შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მისი ეკონომიკური განვითარება. საქმე გვაქვს ძალიან ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფრის მკადრებლები არიან. ყველაფერზე წამსვლელები არიან.

დიმიტრი ხუნდაძე: „სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს“

უბრალოდ ნახეთ დამოკიდებულება და შეცვლილი რიტორიკა დაინახეს, რომ ომის მოწოდებით, ბომბები ცვიოდეს საქართველოში, ამ მესიჯებით სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ მათ.

მაშინვე გადალაგდნენ და დაიწყეს მესიჯის შეცვლა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს, არადა, რამდენიმე თვის წინ ქართველ მეღვინეებს, ბორჯომის მწარმოებლებს რას ეუბნებოდნენ ხომ? გავიხსენოთ გვარამიას ვიდეო.

ასევე ნახეთ

„გახსოვთ, პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ასე შემდეგ.“

ეს ადამიანები თავიანთი დამოკიდებულებით არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, აგენტები. სხვის ინტერესს ატარებენ და არა საკუთარს.

ამიტომ, მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“. – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ზარქუა: „ახალგაზრდებო, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით, რადიკალებმა პოზიცია შეცვალეს და უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! როგორ აგაბურთავეს და ახლა რა – ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის!“

magti 5g