LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებმა 3.4 მილიარდი ლარი დახარჯეს

131
ტურიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 45.1% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა კი 18.8% შეადგინა.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის, რუსეთის ფედერაციის და სომხეთის მოქალაქეების მიერ.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (53.7%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით და უმეტესად თბილისსა და აჭარაში.

2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g