ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსი” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.