LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმძიმესი დღეები იყო, 2 კვირის ბავშვი მყავდა და სარდაფში მიწევდა ყოფნა, ჩემი თვალით ვნახე როგორ თხრიდა მეზობელი შვილის საფლავს ეზოში“ – გორის მოსახლეობა აგვისტოს ომს იხსენებს

141
აგვისტოს ომი (1)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებლები 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში გორი საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბებით იბომბებოდა, ადგილობრივების ნაწილმა სახლები არ დატოვა, ისინი თავს სარდაფებს აფარებდნენ და დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევდნენ. 

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

ლიზა ყაზიშვილი: „წარუშლელი კვალი დატოვა, განსაკუთრებით გორის მოსახლეობაზე. პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო და არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა გორი იბომბებოდა. მაშინ გორში მიწევდა ყოფნა, ჩემი ოჯახის სამი წევრი ფაქტობრივად, ომის პირისპირ იმყოფებოდა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა.

როცა გორი დაბომბეს, სატანკო ნაწილით მაშინ ერთ-ერთი ოჯახის წევრი დაიჭრა. 2 კვირის ბავშვი მყავდა და ყოფნა სარდაფში მიწევდა. უმძიმესი დღეები იყო, ჩემი თვალით ვნახე, როგორ თხრიდა ჩემი მეზობელი შვილისთვის საფლავს საკუთარი ხელით.

დღესაც, როცა რუსეთზე ლაპარაკობენ, სულ მიახლდება ხოლმე და ყურში დაბომბვების ხმები მესმის. როგორ შეიძლება ამ ქვეყანასთან შერიგება?! რაიმე ტიპის თანამშრომლობაც კი, უბრალოდ არ შეიძლება. თითოეული ნათქვამი, თანამშრომლური და თბილი სიტყვა რუსეთზე, არის ჩვენი, ომში დაცემული ჯარისკაცების და მათი ოჯახების შეურაცხყოფაა.“

ანზორ თვაური: „მას შემდეგ, რაც ამ სარდაფში ჩამოვდივარ, ყოველთვის მახსენდება ის ტრაგიკული ამბები, რომელიც თავს გადამხდა. სარდაფში ლეიბები და საბნები გვქონდა ჩამოტანილი, იმის [რაფების] ქვეშ, მეც მაიძულებდნენ დავწოლილიყავი. იმდენად პანიკაში იყვნენ, რომ ჩემი ცხოვრებიდან ეს [სურათი] არ ამოვა.

16 წელი გავიდა და თითქოს გუშინ იყო ისეტი სახეები ჰქონდათ, ვერც გავამტყუნებ, რადგან მეგობარი დაუხვრიტეს თვალწინ… მეც მაიძულებდნენ [რაფების] ქვეშ დავწოლილიყავი და იქ დამეძინა.

4 ახალგაზრდას გვეძინა აქ, სარდაფში, რაფების ქვევით. ომის დაწყებისთანავე, მამაჩემმა წაგვიყვანა მთელი ოჯახი თბილისში, გადაგვიყვანა თბილისში და რომ ჩავედით, იმ საღამოსვე, მე ვერ გავძელი, რადგან გორი იყო ეპიცენტრი, ეს არის ჩემი მამაპაპური სახლი, სახლი ცარიელი იყო, ვერ გავძელი, გულმა ვერ გამიძლო და გამოვიპარე იქიდან.

ჩვენი ვერაგი და ისტორიული მტრისგან ქალაქი იბომბებოდა, რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ მორიგი ცხელი ფაზა დაიწყო. დაბომბვის დროს რომ პიროვნება გვერდით გყავს და ესაუბრები, უცებ ადამიანი აღარ არის. საკუთარ ფსიქოლოგიაზე ისე აისახა, ძალიან ტრაგიკულია“.

წყარო: „მთავარი არხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g