სელენა გომესი და ბენი ბლანკო ერთმანეთს უკვე ერთი წელია ხვდებიან და როგორც თავად გომესი აცხადებს, თავს საოცრად ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს ახალ რჩეულთან.
ამჯერად 32 წლის სელენა და 36 წლის ბენი სამოგზაუროდ იმყოფებიან. არტისტმა და მსახიობმა „ინსტაგრამზე“ უამრავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა. ისინი ერთად საოცრად ბედნიერად გამოიყურებიან. ინსაიდერების ცნობით, მალე შესაძლოა მათ იქორწინონ კიდეც.
„ჯასტინ ბიბერის შემდეგ, სელენა გომესმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა“, „უთბილესი წყვილია“, „სელენა ბედნიერებას იმსახურებს“, – არ წყდება კომენტარები.
სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პაემანი მალიბუში – წყვილის უთბილესი ფოტოები