LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა 2024 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთ 595 მილიონი ლარი დახარჯეს

129
ტურიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მეორე კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების თითქმის 700 ათასი გასვლა დაფიქსირდა.

გასვლების უდიდესი ნაწილი (46.6%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით და უმეტესად თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები თითქმის 595 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g