LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტოხელა მამა“ – რიკი მარტინი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

171
page

რიკი მარტინი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, თუმცა ის შვილების ფოტოებს საკმაოდ იშვიათად ავრცელებს ხოლმე. ამჯერად 4 შვილის მამამ უმცროს შვილებთან, 4 წლის რენთან და 5 წლის ლუსისთან ერთად გადაღებული ფოტოების გაავრცელა, რიკი აუზშია და შვილებს ეთამაშება.

„მამიკო საუკეთესო ატრაქციონია, ბილეთიც კი არ გჭირდება“, – წერს მარტინი.

„მარტოხელა მამა“, „თავად ზრდის ბავშვებს?“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, რიკი მარტინი მეუღლეს, ჯოვანი იოსეფს 7 წლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად გასულ წელს დაშორდნენ. წყვილმა განშორების შესახებ ინფორმაცია ერთობლივი განცხადების საშუალებით გაავრცელა.

„ჩვენ განშორების გადაწყვეტილება ახლა არ მიგვიღია, ეს საკითხი კარგა ხნის წინ დავაყენეთ. როდესაც განშორების შესახებ განვაცხადეთ, ჩვენ უკვე განვლილი გვქონდა რთული, „გლოვის“ პერიოდი. ჩვენ ორი საერთო შვილი გვყავს და ვაპირებთ მათზე ერთობლივად ვიზრუნოთ. ჩვენ ერთად არაერთი წელი გავატარეთ, ახლა სხვა ეტაპის დროა. მე ცხოვრებით ტკბობა მინდა. მე მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ, მე მომწონს დილით კოცნით გაღვიძება“, – განაცხადა  მარტინმა

ცნობილი გახდა რიკი მარტინისა და მისი ქმრის განშორების მიზეზი – წყვილთან დაახლოებული პირი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, რიკი მარტინმა ახალი სიყვარული იპოვა – უახლესი ფოტოები

„ქამინგ აუთის გაკეთებაში მამა დამეხმარა“ – რიკი მარტინის უახლესი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები