თუშეთში, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ დართლოში „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი გურჯაანის მცხოვრები.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში გადაიყვანა.
რადიო „ფორტუნა“ დეტალებს შსს- ში არკვევს.
ფოტო: „იმედი“