LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა უსაფრთოების ბალიში ჭერისთვის მოიფიქრა

46

კომპანია Ford-მა დააპატენტა უსაფრთოების ბალიშის ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილის გადაბრუნების შემთხვევაში მგზავრებს დაიცავს. AutoGuide წერს, რომ ბალიში ჭერში განთავსდება.

კონსტრუქცია ”სენდვიჩს” ჰგავს, რომელიც ჭერის გადასაკრავსა და სახურავს შორის განთავსდება და მხოლოდ ავტომობილის გადაბრუნების შემთხვევაში გაიბერება. ახალი ტექნოლოგია მგზავრების თავებს უხეში დარტყმისგან დაიცავს.

პატენტში მითითებულია, რომ ასეთი უსაფრთხოების ბალიშის ინტეგრირება უკვე არსებულ ავტომობილებშიც შეიძლება, ისე რომ კონსტრუქციაში სერიოზული ცვლილელებების გამოწვევა საჭირო არ იქნება. ცნობილია ისიც, რომ ტექნოლოგიის რეგისტრაციაზე Ford-მა განაცხადი ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები