LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას – ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას“

482
შალვა პაპუაშვილი

„ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე“, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ დონორებს გამოეჩინათ სიფრთხილე და გამიჯვნოდნენ ზიზღის და ძალადობის კამპანიას უშედეგო აღმოჩნდა. პაპუაშვილის თქმით, ტრაგედია უკვე მოხდა და ამას ვეღარაფერი გამოასწორებს.

მაია ბითაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი ნაც ,,აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს

„ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.

ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.

ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.

ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – „მე ვესროლე“ კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი.

ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების. ხელის გულზე…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Thursday, September 5, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g