90-იანი წლების ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი, გერმანელ მუსიკოსთან, DJ Rampa-თან რომანის ფონზე, ნიუ-იორკის „მოდის კვირეულზე“ იმყოფება.
54 წლის ვარსკვლავის უახლესმა ფოტოებმა მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ მოდელმა ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა და ტუჩები ფილერის საშუალებით გაიდიდა, რაც მას არ უხდება.
რაც შეეხება მის რომანს:
„მათ ცეცხლოვანი რომანი აქვთ, 54 წლის ნაომი შესანიშნავად გრძნობს თავს 35 წლის მუსიკოსის გარემოცვაში, ის ბედნიერია“, – აცხადებს ინსაიდერი.
ვიდეო: 54 წლის ნაომი კემპბელის ენერგიული ცეკვა და ვნებიანი კოცნა ღამის კლუბში – ვინ არის მისი რჩეული