LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის კენედების დინასტიის მემკვიდრე კიკ კენედი, რომელიც ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ამჯობინა

1302
ბენ-აფლეკი

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის განქორწინების გარშემო აგორებული სკანდალი, მედიაში არ ცხრება. განქორწინების პროცედურა ჯერ არ დასრულებულა, დარჩა რიგი იურიდიული დეტალებისა, რომელსაც მხარეების ადვოკატები აგვარებენ.

ამის პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბენ აფლეკის ახალ გატაცებაზე, ეს კი კენედების დინასტიის წარმომადგენელი, რობერტ კენედი უმცროსის ქალიშვილი, კიკ (კეტლინ) კენედია. სხვადასხვა დასავლური გამოცემები, წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ახალგამოჩეკილი წყვილი სხვადასხვა ლოკაციაზე დააფიქსირეს, თუმცა, ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა.

რა ვიცით და რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში კიკი კენედიზე. ვიცით, რომ ის რობერტ კენედის მეორე ქალიშვილია, რომელიც მას ემილი რუთ ბლეკთან ჰყავს. კეტლინს სახელი კიკი, დიდი დეიდის პატივსაცემად შეურჩიეს რომელიც 1948 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როცა ჯერ კიდევ 28 წლის იყო. ინტერვიუში კეტლინს არაერთხელ უთქვამს, რომ აღფრთოვანებული იყო კეტლინ კენედის ცხოვრებითა და შეხედულებებით.

კეტლინი გატაცებულია სამსახიობო კარიერით და მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სერიალსა და ფილმში. რაც ეხება მის პირადს, 2013-2014 წლებში კეტლინი პოლ საიმონის ვაჟს, ჰარპერს ხვდებოდა. 2018 წელს კიკი მილიარდერ ბანკირს მეთიუ მელონზე იყო შეყვარებული, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკი ახლა 36 წლისაა.

„მას არ სურს საყვარლის სტატუსი“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოს 36 წლის კიკ კენედისთან ღალატობდა – „ბენიფერის“ შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები