LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა ფრანგ მსახიობს, რომელმაც დეა კულუმბეგაშვილის პრიზი გამოაცხადა

332
BeFunky-collage (3)

ვენეციის კინოფესტივალზე, იზაბელ იუპერს, რომელმაც ქართველი რეჟისორის პრიზი გამოაცხადა, ქართველი დიზაინერის – დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.

ელეგანტური და ამავდროულად არაორდინალური თეთრი კაბა ფრანგი მსახიობის დახვეწილ გარეგნობას უსვამდა ხაზს. ცნობილი ფაქტია, რომ იზაბელ იუპერი დახვეწილი გემოვნებითა და სტილით გამოირჩევა.  

შეგახსენებთ, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g