LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი პირველი „ოსკარის“ მოლოდინში – 50 წლის ვარსკვლავის კონკურენტები ლედი გაგა და არიანა გრანდე იქნებიან

154
რობი უილიამსი პირველი „ოსკარის“ მოლოდინში

ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ Take That-ს ყოფილი ვოკალისტი რობი უილიამსი შესაძლოა, „ოსკარის“ მფლობელი გახდეს. ექსპერტები თვლიან, რომ უილიამსი ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის მიღების ყველაზე რეალური კანდიდატია. საქმე ეხება ფილმს Better Man 2021, რომლის პრემიერა უკვე შედგა ,,ტორონტოს კინოფესტივალზე”. ეს გახლავთ რობის ავტობიოგრაფიული ფილმი, სადაც ის თავადვე ასრულებს მთავარ როლს. ფილმში შესული სიმღერა Forbidden Road, რომელიც თავად რობის ეკუთვნის, მომდევნო წლის მთავარი კონკურენტი იქნება სხვა ნომინანტებთან ერთად.

საინტერესოა, რომ წელს „ოსკარისთვის“ წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში დიდი ალბათობით იბრძოლებენ ლედი გაგა და არიანა გრანდე. გაგა ფილმიდან „ჯოკერი“, ხოლო არიანა გრანდე, ფილმში „ცოდვილი“ შესრულებული სიმღერისთვის. გამოცემა The Sun წერს, რომ რობი აღფრთოვანებულია იმით, რომ ცხოვრებაში პირველად ეძლევა შანსი, გახდეს კინოაკადემიის ნომინანტი.

„თმა მცვივა, ტესტოსტერონმა ჩემი სხეული დატოვა, სეროტონინიც გაქრა, დოფამინს კი კარგა ხანია გამოვემშვიდობე“ – 49 წლის რობი უილიამსი აცხადებს, რომ მან „მენოპაუზა“ აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები