LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის ვუნდოდი, ცხოვრების მუწუკივით ვგრძნობდი თავს… ახლა ვგრძნობ, რომ თითქოს შვილმაც დამტოვა… მინდა ვუთხრა – დე ძალიან მენატრები ჩამოდი რა, მე რომ ჩავიდე მეშინია უარით უკან არ გამომაბრუნოს“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური ვიდეო, ქართველი ემიგრანტის ამაღელვებელი ისტორია

3381
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა ბიოლოგიური მშობლების ვინაობა რამდენიმე დღის წინ გაამხილა.

ქართველი ემიგრანტი ბიოლოგიურ დედაზე საუბრისას ემოციებს ვერ მალავს.

ინტერვიუში, რომელიც „პალიტრამ“ გაავრცელა საყვარლიშვილი ამბობს, რომ ბიოლოგიური დედისგან დამალული შვილია.

„ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, დედებს რჩევით მიმართავს.

მისი კიდევ ერთი ტკივილი მისი შვილია, რომელმაც ამერიკა დატოვა და საქართველოში გადაწყვიტა ცხოვრება.

სწორედ ამ დროს ვერ შეიკავა ცრემლები ქართველმა ემიგრანტმა და ატირდა:

„წლებია ვმალავ ბიოლოგიურ დედას, ვუწევ ანგარიშს, დამალული შვილი ვარ, ბიოლოგიური დედისგან და მყავს, რომელიც ასევე მალავს, რომ ჩემი და არის.

დავიღალე, ამოვიდა ყელში ასეთი ცხოვრება, დავიღალე კარგი გოგოს თამაშით…

მამაზეც თითქოს მითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ იცოდა, თუმცა ძალიან კარგად იცოდა, როგორ არ იცოდა ურთიერთობა რომ ჰქონდა დედაჩემთან…

გადავწყვიტე აღარ ვიყო კარგი გოგო და გავხდე ცუდი გოგო, მამის სახელიც ვთქვი და დედის სახელიც.

ცხოვრების მუწუკივით ვგრძნობდი თავს, რომ არავის ვუნდოდი, ბევრჯერ ვარ მიტოვებული, მხოლოდ დედისგან კი არა,პირველი მეუღლისგანაც მიტოვებული ვარ.

ახლა დაემთხვა, რომ ჩემმა შვილმაც საქართველოში გადაწყვიტა ცხოვრება და ახლა ვგრძნობ რომ თითქოს შვილმაც დამტოვა…

მინდა ვუთხრა დე ძალიან მენატრები ჩამოდი რა… მე რომ ჩავიდე იმის მეშინია უარით უკან არ გამომაბრუნოს“ – ამბობს ცისნამი საყვარლიშვილი.

ცნობისთვის, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს.

გო­გო­ნა­, რო­მელ­მაც ემიგ­რან­ტის მძი­მე გზა გა­ი­ა­რა, სა­ბო­ლო­ოდ ამერიკაში დაფუძნდა, ჰყავს ამერიკელი მეუღლე.

ქართველი ემიგრანტი, გამომწერებს ხშირად უზიარებს თავისი ამერიკული ცხოვრების ყოველდღიურობას.

„დღეს მქონდა პირველი დღე კოლეჯში… არაჩვეულებრივი ლექტორი მყავს, მიხარია რომ სწავლით ვიქნები დაკავებული და დარდისთვის დრო აღარ დამრჩება“ – ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი SUNY Westchester Community College-ის სტუდენტი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g