LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო…ტკივილამდე გვენატრები ნიკო“ – იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1003
2024-09-15_00-55-36_735745

ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო, – ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო !!!!
მესამე წელი მიილია, მესამე ჯოჯოხეთური წელი, ტკივილამდე გვენატრები ნიკოოოოო🤍
ეს ვერაგული, ტერორისტული აქტი ჩვენდა გასაკვირად, დიახ გა – სა- კვი -რად, საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, მფარველობს მკვლელებსაც და მკვლელობის დამკვეთებსაც. ერთი აგურითაც კი არ წაწეულან წინ , რომ არა კამერები რომელმაც ის საზარელი დღე დააფიქსირა, ალბათ გვეტყოდა საქართველოს პროკურატურა თავისით დაიხვრიტა თავი ნიკო კვარაცხელიამო..
შენი მკვლელობის გამოუძიებელი საქმე სამარცხვინო ლაქაა ქართული ოცნების ხელისუფლებისა.
„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა,
მტრები არ შეგიბრალებენ, ვაებითა და ვიშითა. “
გვეუბნება ქართული ანდაზა და სრულიად სამართლიანად…
ეს ჯირითი ნიკო შვილო შენი ბოლო ჯირითი იყო , მესამე წელია ამ ცხენის ფლოქვების ხმა ძილშიც ჩამესმის, ცხენის სახელი არ ვიცოდი და ფბ მომხმარებელმა მომწერა…
თერგი რქმევია ამ ცხენს, თე – რგი!!!
ხოდა თერგი რბის, თერგი ღრიალებს ქართველ ხალხის ბანი კი მსოფლიოს აოცებს საუკუნეებია !!!
ძაღლი ჰყეფს ქარვანი მიდისო ისეა ჩემი საქმე შვილო მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ უფალი დიდია !!!!
ნათელში იყოსო მიჭირს თქმა შენ ხომ თვითონ ხარ სინათლე თა თურმე თვალი მოგიჭრია კაცთმოძულეთათვის…
ღმერთო მაღალო ჩვენსავით გამწარებას არავისას გთხოვ, მაგრამ მანამ ნუ გაგვიყვან ამ ქვეყნიდან სანამ უახლესი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მოღალატეთა სახელების გვერდით ნიკოს მკვლელობა რომ მოიფიქრა იმ კაცის სახელი არ ჩაიწერება…
მითმინების ძალას გთხოვ უფალო მოთმინების!!“, – წერს იზა ომაძე.

„დაბადების დღეს ჩემო გოგო! ცოტა ადამიანს ვიცნობ მისნაირს… ახლა ნიკოს გარეშე კიდევ უფრო გამოჩნდა მისი სიძლიერე, მიმტევებლობა და უნარი თმენისა“ – ნინო ზამბახიძე იუბილარ იზა ომაძეს ემოციურ პოსტს უძღვნის

ვიდეო: „დიახ ჰერიო, ჰერიო ბიჭებო.. ახალგაზრდები სამშობლოს სიყვარულისთვის ბევრს გაუძლებენ..“ – იზა ომაძე

„ზუსტად ერთ თვეში მისი ოცდახუთი წლის იუბილეა, მის გარეშე კი მესამე დაბადების დღე და უკვე ძალიან ჭირს რომ წარმოვიდგენთ ამ დღეს“ – იზა ომაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g