LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ფსიქოთერაპია და რა როლს თამაშობს ის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

644
თამარ-ქევხიშვილი

რა არის ფსიქოთერაპია და რა როლს თამაშობს ის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თამარ ქევხიშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა?

მენტალური ჯანმრთელობა დაკავშირებულია ჩვენს ემოციებთან, აზრებთან, ქცევებთან. მენტალური ჯანმრთელობა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვფუნქციონირებთ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად ეს არის ისეთი სფეროები, როგორიცაა სამსახური, პირადი ურთიერთობები, სწავლა, სოციალური კავშირები. შესაბამისად, თუკი მოხდება ემოციებთან ქცევასთან, აზრებთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავება და გაუმჯობესება, მივიღებთ იმას, რომ ადამიანი უკეთ უმკლავდება ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს. 

რა არის ფსიქოთერაპია და რა როლს თამაშობს ის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში?

ფსიქოთერაპია ეს არის მკურნალობის ფორმა, კლინიკური მიდგომა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ადამიანებს ეხმარება ემოციური და ქცევითი, ასევე აზრებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში. 

ფსიქოთერაპია ეფუძნება ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას. იმის მიხედვით,  თუ ფსიქოლოგიის რომელი თეორიული მიმდინარეობის ფარგლებში განვითარდა ფსიქოთერაპიული მიდგომა, არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობები ფსიქოთერაპიაში. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ფსიქოთერაპევტს მივმართავთ, ასევე დავინტერესდეთ იმით, თუ რომელი მიმდინარეობის წარმომადგენელია ის. 

თუმცა არსებობს საერთო ხედვა და მიზანი, რომელიც ნებისმიერი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობისთვის არის საერთო. ეს არის ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მხარდაჭერა, ქცევითი და ემოციური სიმპტომების გაუმჯობესება, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, პიროვნული ზრდა და სასარგებლო ცვლილებები.

ადამიანებს აწუხებთ კლინიკური სიმპტომები: ძლიერი შფოთვა, დაწეული გუნება-განწყობა, ეს კი ვლინდება პრობლემებში, ურთიერთობებში ან სამსახურთან დაკავშირებით. ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზების აღმოჩენით ხდება როგორც სიმპტომების შემსუბუქება, ასევე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა. 

  • ადამიანები გამოიმუშავებენ პრობლემის გადაჭირს უნარებს
  • თვითგამორკვევა გვეხმარება იმაზე დავფიქრდეთ რა არის ჩემთვის უკეთესი.
  • ურთიერთობების მოგვარება.
  • პიროვნული ცვლილებები მიიღწევა.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ სჭირდება ფსიქოთერაპია?

ადამიანები ფსიქოთერაპიის საჭიროებას თავად ხვდებიან. ხშირად ეს არის ხანგრძლივი ღელვა და წუხილი, შფოთვა, უიმედობა. როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და უჭირს თავად მიაგნოს მიზეზებს ან გამოსწორების საშუალებებს.  რაც ადრე ეხმარებოდა კარგად გახდომაში, ის აღარ ეხმარება. ასევე უჭირს გაუმკლავდეს ყოველდღიურ საქმიანობებს, აქვს უკმაყოფილების განცდები. ზოგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება უმკლავდება კიდეც იმ ყოველდღიურ გამოწვევებს და საქმიანობებს, მაგრამ დიდი ძალისხმევის ჩადება უწევს ამაში, ძალიან იშვიათად ან თითქმის არასოდეს არის ბედნიერი, არ არის კმაყოფილი საკუთარი მიღწევებით.

აქვს თუ არა ფსიქოთერაპიას აქვს გრძელვადიანი შედეგები?

მთავარი მიზანი არის ის რომ პრობლემა საფუძვლიანად მოგვარდეს. თუმცა ფსიქიკის თავისებურებებიდან გამომდინარე არსებობს იმის ალბათობა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემებმა კვლავ იჩინოს თავი. ხშირად ეს დამოკიდებულია დიაგნოზზე, ასეთი დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოახდინონ ადამიანის ინფორმირება მისი მდგომარეობის შესახებ და რა რისკები შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ხანგრძლივი თერაპიაა რეკომენდებული, სწორედ იმიტომ რომ მოხდეს შედეგების განმტკიცება. ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული პაციენტი.

შესაძლებელია თერაპიას ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები და ამაზე ვართ ორიენტირებული, ამის საფუძველია ინდივიდუალურ მოწყვლადობასთან გამკლავების გზების ცოდნა. ადამიანმა როდესაც იცის რა პრობლემა აქვს თერაპია ეხმარება იმის გამოკვლევაშიც თუ რა დაეხმარება, როგორი ხედვა და როგორი ტიპის მიდგომა საკუთარი თავის და ამ პრობლემის მიმართ. 

mazda magti 5g