LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელი დასაქმებულები კოლეგების ხელფასებს გაიგებენ

116
The-EU-Pay-Transparency-Directiv

2026 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულებს ექნებათ გარანტირებული უფლება მიიღონ ინფორმაცია კოლეგების ხელფასების შესახებ, განსაკუთრებით იმ კოლეგების რომლებიც მათივე პოზიციებზე მუშაობენ. სიახლის შესახებ ravio.com წერს. მიზანი – შრომის ანაზღაურებაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაა.

თანამშრომლებს უფლება ექნებათ კოლეგების ხელფასების ოდენობა გამოითხოვონ ყველა შემთხვევაში, როცა კი დისკრიმინაციას ეჭვობენ. უფრო მეტიც, დამსაქმებლებს მოუწევთ ზუსტად ახსნან თუ რა კრიტერიუმები ახდენენ გავლენას შემოსავლის ოდენობაზე.

ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში დამსაქმებელს მოუწევს ხელფასის ოდენობის დაკონკრეტებაც, რადგან ამ დროისთვის ხელფასი განცხადებების 12%-ში თუა ნახსენები. ხოლო გასაუბრებაზე დამსაქმებელს არ ექნება უფლება, ვაკანსიის დაკავების კანდიდატს წინა ხელფასის შესახებ ჰკითხოს.

ევროკავშირის ინფორმაციით, ქალებს საათობრივი ანაზღაურება მამაკაცებზე საშუალოდ 13%-ით ნაკლები აქვთ. 2026 წლისთვის ეს სხვაობა 5%-მდე უნდა შემცირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები