„მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას იმიტომ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა დღევანდელ პროცესზე და გაერთიანება პარტია „ახალსაც“ შესთავაზა.
„ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით არის. ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. ვიცით, რა შეცდომები დავუშვით და ამის გამოსწორებასაც ვაპირებთ, მაგრამ იმდენი მიღწევა გვაქვს, ამას ვერავინ გადაფარავს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ყველანაირი ახალი კავშირისთვის მზად არიან.
„ჩვენ ყოველთვის მოქნილები ვიყავით ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა მთავარია, ძალიან სწრაფად ვიმოძრაოთ გამარჯვებისკენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე კატასტროფულად დამაზიანებელია. ჩვენ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას გვართმევენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი მიჩნევს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, რადგან 12 წელი უკვე დაკარგა.
„12 წლის თავზე გვიბედავენ და გვეუბნებიან, უნდა მოგაჯდეთ თავზე, რათა საბოლოოდ ბუნდღა აღარ იყოს ამ ქვეყნისო. ისე ბრძოლისუნარიანად, ისე ჩამოყალიბებული ვარ, როგორც არასდროს. ჩემი ამოცანა არის მხოლოდ ერთი – საქართველო ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება.
საბა ბუაძე: „ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა – პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა ორივე მხრიდან არსებობდა“
„ლელოს“ გუნდის მხრიდან სრული კონსენსუსი არსებობს, რომ ეს შეთანხმება შედგეს გახარიას გუნდთან.
სავარაუდოდ, ის პრეზიდენტს იმ დეტალებზე გაესაუბრება, რის გამოც, კოალიციასა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის შეთანხმება ვერ მოხდა.
„გახარია საქართველოსთვის“ – ამ ეტაპზე ჩვენსა და „ლელოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
დღეს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და მიზეზად მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდის საკითხზე შეუთანხმებლობა დასახელდა.