LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის ბრედ პიტის თინეიჯერული „ლუქი“ და 31 წლის ინეს დე რამონი იდენტური ფერების სამოსში

530
page

ბრედ პიტი გულის სწორთან ერთად მალიბუში, Rock4EB-ის ღონისძიებაზე გამოჩნდა. 60 წლის ოსკაროსანი მსახიობი 31 წლის ინეს დე რამონს გვერდიდან არ შორდებოდა და მასთან ერთად ფოტოობიექტივის წინაშე პოზირებდა.

ამ დღეს ბრედის ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად გემოვნებიანი იყო. 60 წლის პიტს თეთრი პერანგი ეცვა, რომელსაც მან მდოგვისფერი პრინტიანი, კრემისფერი შარვალი შეუხამა. ამავე ფერის სამოსში იყო გამოწყობილი ბრედის საყვარელი ქალიც,

ცნობისთვის, „პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის“ ახალი რომანის შესახებ წყარომ გამოცემასთან ისაუბრა და საზოგადოებას ინეს დე რამონის მიზნებიც გააცნო. როგორც ირკვევა, 31 წლის იუველირი 60 წლის ბრედ პიტზე დაქორწინებას გეგმავს. მედიის ცნობით, ინესმა თავის მეგობრებს, ნათესავებსა და გარემოცვას პიტთან რომანის დეტალების გასაჯაროება აუკრძალა. მას ბრედის 100 პროცენტიანი ნდობის მოპოვება სურს.

ინეს დე რამონს ბრედ პიტზე დაქორწინება სურს – ინსაიდერმა გამოცემას 31 წლის ინესის „მზაკვრული“ გეგმები გაანდო

თვალსა და ხელს შუა დამშვენებული ინეს დე რამონი ბრედ პიტს გვერდიდან არ შორდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები