LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის“- „პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი აჩიკო ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის   მოსახლეობასთან  აგრძელებს

291
აჩიკო ბერიძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის  დელეგატი აჩიკო ბერიძე,  ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეაჯამა განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.  

„ყველა ბათუმელმა იცის, რომ მე მოვდივარ ქართული ხელოვნებიდან, ქართული სიმღერიდან, რომლის ცოტა ხნით გვერდით გადადება მომიწია, იმიტომ რომ, ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, უდიდეს თანადგომას და ვგრძნობ, ახლა მაქვს ის მომენტი, რომ ჩემს ბათუმელებს, ჩემს საყვარელ ქართველებს დავუბრუნო ის სიყვარული, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაგროვებდი და რომელიც მე მამღერებდა. მამღერებდა ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი ტრადიციების, ჩემი სარწმუნოების და ჩემი ქალაქის სიყვარული. მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ პასუხისმგებლობიან  გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია.

მე მჯერა, რომ თქვენი სიბრძნით, თქვენი გვერდში დგომით, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისა და სტაბილურობისთვი.“- განაცხადა  აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის დელეგატი –  რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი და „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში – ტიტე აროშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g