„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმიანება.
როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომელი სასამართლოების ხელშია „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული, „ქართველებს კი სხვა ამბავს უყვება“.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2024