LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი სტუდენტი იყო, უცებ ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ…“ – ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში, სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა

506
არ გადაკვეთო

ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში – სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც „ფორტუნას“ აკადემიის ერთ-ერთმა სტუდენტმა უთხრა, უნივერსიტეტში მიღების ღონისძიება – ე.წ welcome party მიმდინარეობდა.

„ეზოში ვისხედით. აკადემიაში welocome party გვქონდა, მიღებაზე უამრავი სტუდენტი იმყოფებოდა. დაახლოებით, საღამოს 7 საათისკენ, აკადემიის ერთ-ერთი კოსპუსის ნაწილში ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ… ხალხი მალევე შეიკრიბა, როგორც აღმოჩნდა, შენობის აივნიდან გოგო გადმოვარდა…

იქვე ითქვა, რომ შესაძლოა თანმხლები სტუმარი და არა აკადემიის სტუდენტი იყო, ალბათ 16 წლამდე… სასწრაფო სამედიცინო დახმარება მალევე მოვიდა, გოგო ცოცხალი იყო, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ისეთი უცებ მოხდა, ყველანი შოკში ვიყავით“. – გვითხრა აკადემიის სტუდენტმა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები