LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგისთვის 232 436 ლარი შეგროვდა! მისი გამზრდელი ბებო სისუსტისგან ძლივს დადის, სულ ტირის, რომ შემოვიდა, მეგრულად შემოსძახა, ხელცარიელი როგორ მოვედითო, გადაცემა რომ დამთავრდა, სამზარეულოში ნამცხვრები, შოკოლადები და წვენები დამხვდა“ – რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

231
ნანუკა ჟორჟოლიანი

გადაცემამ „სხვა ნანუკა“ მორიგი საქველმოქმედო მარათონი 18 წლის გიორგის დასახმარებლად გამართა. გიორგი მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დღეს პარალიზებულია, ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. გიორგის დასახმარებლად საჭირო იყო 100 000 ლარი, მარათონის შედეგად კი 232 436 ლარი შეგროვდა.

ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ჯადოქრობა მოახდინა:

„ვაგროვებდით 100 ათასს ლარს. ჯადოქრობა მოახდინეთ ხალხო! შეგროვდა 232 ათასი ლარი! ეს არის საქართველო! ეს ხართ თქვენ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ვაგროვებდით 100 ათასს ლარს. ჯადოქრობა მოახდინეთ ხალხო!! შეგროვდა 232 ათასი ლარი!! ეს არის საქართველო! ეს ხართ თქვენ!

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2024

მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა კიდევ ერთი სტატუსი, რომელშიც ის გიორგის ბებიის, როზა თოლორაიას შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს:

„მარათონების დროს სტუდია ხომ ჩემი სახლია და როგორც ჩანს, ეს არ იცოდა გიორგის გამზრდელმა ბებომ, რომელიც სისუსტისგან ძლივს დადის, სულ ტირის და შემოვიდა თუ არა, მეგრულად შემოსძახა, სახლში ხელცარიელი როგორ მოვედითო.

ავუხსენი, რომ ეს სახლი არა, იმ მომენტში სტუდია იყო, ვაწყნარე. ტირილის დროსაც იმეორებდა წუხილს „ხელცარიელობაზე“.

გადაცემა რომ დამთავრდა, შევდივარ სამზარეულოში და მაგიდაზე მხვდება ნამცხვრები, შოკოლადები, წვენები. არ მოისვენა მეგრელებმა როზა ბებომ.

პ.ს. 12 საათისთვის გეტყვით თანხას, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მარათონზე გამოცხადებული“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გიორგის მხარდასაჭერად მარათონში ჩართვა შესაძლებელია:

#GE43BG0000000345851499 საქართველოს ბანკი

#GE70TB7065736080100011 თიბისი ბანკი

Paypal: [email protected]

მიმღები: Nanuka’s Fund

მარათონების დროს სტუდია ხომ ჩემი სახლია და როგორც ჩანს, ეს არ იცოდა გიორგის გამზრდელმა ბებომ. ❤️ რომელიც სისუსტისგან…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები