18 წლის გიორგისთვის, რომელიც პარალიზებულია, გადაცემა „სხვა ნანუკას“ საქველმოქმედო მარათონის შედეგად 280 ათასი ლარი შეგროვდა.
მარათონის შედეგად შეგროვებული თანხის შესახებ განახლებულ მონაცემებზე ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ თანხა უკვე გადარიცხულია:
„ვახ! თანხა ავიდა 280 ათას ლარზე. 280! სიგიჟემდე მიყვარხართ! სქრინები კომენტარებშია. თანხა გადარიცხულია“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ვააახ❤️❤️❤️ თანხა ავიდა 280 ათას ლარზე . 280!!! ❤️❤️ სიგიჟემდე მიყვარხართ!! სქრინები კომენტარებშია. თანხა გადარიცხულია.
Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2024
ცნობისათვის, გიორგი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებულია, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.