„დადგება დღე, როდესაც ჩვენ ბევრი ადამიანის ვინაობას გავამხელთ, სია უკვე ძალიან დიდია“, – აღნიშნული განცხადება Diddy-სგან დაზარალებული ათასობით ადამიანის მთავარმა ადვოკატმა, ტონი ბაზბიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან აგრეთვე დაასახელა ნივთიერების სახელწოდება და აღნიშნა, რომ Diddy მსხვერპლის დეზორიენტაციისთვის ცხენების ტრანკვილიზატორს იყენებდა.
თუ რომელი ცნობილი ადამიანები არიან გარეულნი რეპერის შავ-ბნელ ქმედებებში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში აქტიურად ვრცელდება იმ „სელებრითების“ ფოტოები, რომლებსაც შონ კომბსთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ და რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ რეპერის, ე.წ ,,თეთრ წვეულებებს“.
ცნობისთვის, სარჩელები 20-წლიან პერიოდს მოიცავს, განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა 2000 2010 წლების მონაკვეთში მოხდა. ყოველივე ეს ყველაზე ხშირად ნიუ-იორკში, მაიამისა და ლოს-ანჯელესში ხდებოდა.