LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „საუკეთესო წყვილი“, „ულამაზესი ანუკი“ – კახა კალაძე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიის კადრებს აზიარებს

400
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

„თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება“, – წერს თბილისის მერი და ღონისძიების კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.

მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს უამრავი მოონება და დადებითი კომენტარი აქვს.

„საუკეთესო წყვილი“, „ულამაზესი ანუკი“, „მიყვარს ეს წყვილი“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე – ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია – რეჟისორი; გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი; გურამ კალანდაძე – გეოლოგი; ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე – მხატვარი; ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g