ყველასათვის საყვარელი მსახიობის, კიანუ რივზის რეგალიებს კიდევ ერთი შეემატა. მან პროფესიონალურ ავტორბოლაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობი Toyota GR Cup-ის თასზე ჩრდილოეთ ამერიკული გუნდის რიგებში გამოვიდა და დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი. Toyota GR86-ის საჭესთან მჯდარმა, 60 წლის ვარსკვლავმა 25-ე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, გარდა სამსახიობო კარიერისა, კიანუ ჯგუფ Dogstar-ის ფრონტმენია. ბენდი 20 წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ წელს გაერთიანდა და უკვე კონცერტების სერიის გამართვაც მოასწრო.
59 წლის კიანუ რივზი, 51 წლის ალექსანდრა გრანტთან ერთად, უსაზღვროდ ბედნიერია
კიანუ რივზის შეყვარებული პაპარაცებს ემალება – 59 წლის მსახიობი და 51 წლის მხატვარი პაემანზე გადაიღეს
ვიდეო: 21 წლის შემდეგ პირველი კონცერტი – კიანუ რივზის ჯგუფის, Dogstar-ის შთამბეჭდავი პერფორმანსი