LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა და ილია“ – 13 ოქტომბერს გიორგი კეკელიძის წიგნის საჯარო წარდგენა და წიგნის მთავარ გმირთან შეხვედრა გაიმართება

174
გიორგი კეკელიძე

13 ოქტომბერს მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება.

აღნიშნული ნამუშევარი მწერალმა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანის ცხოვრებას მიუძღვნა. მწერალი ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების ურთულეს – აფხაზეთიდან ალიკანტემდე განვლილ გზაზე გვიამბობს.

„ხოლო ინგას სიკვდილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე მკვდარი იყო, მკვდარი იყო და ხალხს უმალავდა“ – ინგა ბენდელიანი-თოფურიას ამბავი ომზე, სისხლზე, ფსკერზე, სიყვარულზე, მოთმენაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზეა: ილია თოფურიას დედაზე გიორგი კეკელიძე წიგნს წერს

„13 ოქტომბერს, 15:00 საათზე „ბიბლუსში“ გაიმართება საჯარო წარდგენა წიგნის „დედა და ილია“ და ასევე შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან – ინგა ბენდელიან-თოფურიასთან. დასწრება თავისუფალია“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

„ოცნებები ნელ-ნელა სურვილებად იქცნენ… პირველად ოქტაგონზე რომ გავიდა, ფეხზე ძლივს დადგა, რადგან ტატამს იყო დაჩვეული, მაგრამ უცნაურად მალე იგრძნო სიმყარე“ – გიორგი კეკელიძე ილია თოფურიას დედის ცხოვრებაზე წიგნს წერს

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე Biblusi • ბიბლუსი – ში (თბილისი. ა.მიშველაძის #4 . ვაკის პარკთან). გაიმართება საჯარო…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g