LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა“

129
ანა ნაცვლიშვილი

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში გენიჭებათ ძალა უთხრათ არა მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და კი უთხრათ – ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“ – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებში საზოგადოებამ ხმა ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უნდა მისცეს.

მისი თქმით საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო:

„გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის ორგანოს – ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ „რუსული კანონისა“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] და რუსული პოლიტიკის გამო გაჩერებულია. მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა.

საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში გენიჭებათ ძალა უთხრათ არა მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და კი უთხრათ – ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

ჩვენ, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები – საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით, 26 ოქტომბრის შემდეგ გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები, იმისათვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g