„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ისევე როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას, ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას.
„ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:
1. დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი!
2. გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი!
3. გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი!
4. დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში!
5. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!
შალვა პაპუაშვილი: „რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“
მისივე თქმით, ქართველი ხალხი უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით.
მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია!
ჩვენი პასუხი ასეთია:
მხოლოდ
მშვიდობით,
ღირსებით,
კეთილდღეობით,
ევროპისკენ!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.