ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა ზემო აჭარაში, ნათია ბერიძეს ესტუმრა.
ნათია გადაცემაში საკუთარი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გვიყვება.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის მაჭანკალი მიუგზავნიათ, თუმცა უარი უთქვამს.
„როდესაც მიზანი გაქვს და ვიღაც გზაში გაჩერებს. ეუბნები, რომ ამ წუთას არ გცალია და გარბიხარ ისევ, ყურადღებას ვერ აქცევ. გინდა ახვიდე მთის წვერში, თუნდაც იმიტომ რომ გაინტერესებს იქ რა გელის“, – საუბრობს ნათია ბერიძე.