LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა ბრიტნი სპირსის შემოქმედებიდან, მისი ფავორიტი სიმღერა დაასახელა

197
britney-spears-robbie-williams-1

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტნი სპირსმა მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა და სამომავლოდ, სცენაზე დაბრუნებას არც განიხილავს, მისი ფანები და კოლეგები იმედს არ კარგავენ, რომ პოპის პრინცესა ერთ დღესაც სიტყვას გატეხს.

ერთ-ერთი მათ შორის, რობი უილიამსიც აღმოჩნდა. 50 წლის ინგლისელმა არტისტმა, ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 42 წლის სპირსის გამოსახულებიანი მაისური აცვია.

,,ბრიტნის შემოქმედებიდან, რომელია თქვენი ფავორიტი სიმღერა?”, – იკითხა უილიამსმა, რასაც პასუხი თავადაც გასცა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს არის – Work Bitch.

იმ ფონზე, როცა ორ შემსრულებელს არასდროს უთანამშრომლია, რობის გულშემატკივრებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ სიამოვნებით მოისმენდნენ მის და ბრიტნის დუეტს.

შეგახსენებთ, რომ Work Bitch ბრიტნი სპირსის 2013 წლის მერვე სტუდიური ალბომის – Britney Jean ლიდ სინგლია. ტრეკის კლიპი ,,ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ ვიდეოებს” შორისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები