LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვლის რა პროცედურებს იკეთებენ საქართველოში მამაკაცები – სილამაზის აკადემია

527
ნატა-რევაზიშვილი

მოვლის რა პროცედურებს იკეთებენ საქართველოში მამაკაცები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა

რამდენად განსხვავდება მამაკაცის და ქალის კანის სტრუქტურა?

მამაკაცების და ქალბატონების კანი სტრუქტურულად განსხვავდება. მამაკაცის კანი არის სქელი, მკვრივი, რადგან ჰორმონი ტესტოსტერონი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ქალბატონებში და უფრო აქტიურად მუშაობს. ასევე მამაკაცების კანს აქვს მეტი კოლაგენი, შესაბამისად ელასტიურობა. თუ ქალბატონებში ტესტოსტერონი მომატებულია, ეს იწვევს თმიანობას, ცხიმიანობასაც და ძირითადად ამ პრობლემებს ებრძვიან ქალბატონები.

რა ასაკიდან უნდა დაიწყონ თავის მოვლა კაცებმა?

14 წლიდან გარდატეხის პერიოდია, ჩნდება აკნე, უნდა მივიდეს დერმატოლოგთან. თუმცა არიან 14-15 წლის ბავშვები, რომლებსაც არ აწუხებთ აკნე, რადგან ნაკლებად აქვთ ჰორმონალური დისბალანსი. აკნეს არ უნდა შეეხონ ხელით, რადგან არ დარჩეთ ნაწიბურები. 

თუ მამაკაცს სიამოვნებს, რომ მის გვერდით მიდის მოვლილი ქალბატონი, ბუნებრივია, ქალებსაც სიამოვნებთ მოვლილი მამაკაცი. მნიშვნელოვანია დღის რუტინის შემუშავება, პირის დაბანა სპეციალური საშუალებით კანის ტიპის მიხედვით.

რაც ეხება ასაკობრივ ნაოჭებს, მამაკაცებში მოგვიანებით არის ასაკობრივი ნაოჭები, მამაკაცის კანი უფრო გვიან ბერდება, თუმცა მაინც ყურადსაღებია რა პირობებში უწევს ცხოვრება, როგორია მოვლის რუტინა.

უკეთებენ თუ არა მამაკაცები ინექციურ პროცედურებს?

ინექციური პროცედურები ძალიან აქტუალურია ქალბატონებში, თუმცა მამაკაცებში ბოლო პერიოდში ასევე პოპულარულია სხვადასხვა პროცედურები, მაგალითად, მეზოთერაპია, რომელიც კარგია აკნეზე. ბოტულინოტოქსინს იკეთებს ძირითადად ახალი თაობა და უცხოეთიდან ჩამოსული მამაკაცები, ასევე კეთდება კორექციები ფილერით სახესა და სხეულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები