18 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნება.
აღნიშნული საბაგირო გზის აღდგენა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს „დაგი“ აწარმოებდა.
საბაგირო გზას აქვს 2 სადგური – რუსთაველის გამზირსა (#52) და მთაწმინდის პარკში. საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი – 845,55 მ.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერმა ია თარხან-მოურავმა ისაუბრა:
გახსნის დღეს რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე მგზავრობა იქნება უფასო, ზოგადად კი, მგზავრობის ღირებულება 12 ლარით განისაზღვრა, მთაწმინდის პარკის მეგობართა კლუბის წევრებისთვის კი – 3 ლარით. გადახდა შესაძლებელი იქნება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათით.
საბაგირო გზა ამ ეტაპზე იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 21:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 1958 წელს ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით აიგო და მგზავრების მომსახურება 1959 წლის 1 მაისს დაიწყო. 1990 წლის 1 ივნისს აღნიშნულო გზაზე ტრაგედია მოხდა, ბაგირის გაწყვეტის გამო დაშავდა 42 ადამიანი და გარდაიცვალა – 19.