LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი მცირე მარნების ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

149
ფესტივალი

19 ოქტომბერს (12:00-დან 19:00 საათამდე), ღვინის კლუბის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბში „ანდერვილი“, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024“ გაიმართება.

რიგით მეექვსე ფესტივალზე ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმოხვეჭილი, თუ დამწყები ახალი მცირე მარნები, ჯამში, 47 მონაწილე, საკუთარ ღვინოებს წარმოადგენენ. მევენახე–მეღვინეები მთელი საქართველოდან ღონისძიების სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ღვინის დაგემოვნება, არამედ მისი საბაზრო ფასზე უფრო იაფად შეძენა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ფესტივალის ორგანიზატორმა ნათია გაჩეჩილაძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის კლუბის ორგანიზებით, 1 დეკემბერს, კლუბში „ანდერვილი”, ცქრიალა ღვინის ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი პროდუქცია, წინასაახალწლოდ, შეღავათიან ფასად გაიყიდება.

magti 5g