LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (21-27 ოქტომბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3548
მიხეილ ცაგარელი

23 ოქტომბერს მზის ერთი თვით მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, შეუპოვრობას და მიზანდასახულობას, ორგანიზებულობას და აკურატულობას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და ზედმეტ პრინციპულობას, აგრესიას და ეჭვიანობას, შურისძიების და სამაგიეროს გადახდის სურვილს გააძლიერებს.

ვერძი – წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა ბევრად იღბლიანი იქნება, რადგან მარტივად შეძლებთ იდეების რეალიზებას და საჭირო ცვლილებების განხორციელებას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საკუთარი გეგმების გათქმისგან, რადგან ბევრი ეცდება თქვენს შეფერხებას და საქმეში ხელის შეშლას.

კურო – წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა ბევრად შედეგიანი იქნება. მოიმატებს თვითრწმენა, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. შეძლებთ ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის,  პირად და საქმიან ურთიერთობაში სტაბილურობის აღდგენისთვის. თავი შეიკავეთ ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისგან, რადგან მსგავსი ავანტიურა მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.

ტყუპები – პოზიტიური შანსების მიუხედავად, მაღალია საბედისწერო შეცდომების დაშვების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ ღირს დაუფიქრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. არ აჰყვეთ მელანქოლიას და პესიმისტურ ფიქრებს, უმჯობესია იმოქმედოთ და ეტაპობრივად სცადოთ პრობლემების მოგვარება. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან მაღალია გაცივების და ავად გახდომის ალბათობა.

კირჩხიბი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. კარგი პერიოდია შეხვედრების მოწყობისა და ახალი ნაცნობების შეძენისთვის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოწესრიგებისთვის. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, თუმცა არ ღირს დაუფიქრებლად დათანხმება, უმჯობესია ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

ლომი – საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების კვირაა. ნუ ეცდებით პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არ ღირს გადაღალა, რადგან არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები.

ქალწული – მეტად შედეგიანი კვირაა, რადგან ობიექტურად შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს და ემოციების გარეშე შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გადააფასოთ ურთიერთობები და სამუდამოდ დაემშვიდობოთ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ უსიამოვნებები მოჰქონდა თქვენთვის. კარგი პერიოდია საქმიანი ურთიერთობების გადახედვისთვის, ახალი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.

სასწორი – მართალია, მოგიწევთ ინტერესებისა და პოზიციების დაცვა, მაგრამ მარტივად შეძლებთ გარშემომყოფების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას. კარგი პერიოდია ლიდერული თვისებების გამოვლენისა და ავტორიტეტის გაძლიერებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, მთავარია, მოუსმინოთ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

მორიელი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაუმჯობესდება ბიოპოტენციალი, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზტორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას. მართალია, ძალაუფლების მოპოვების სურვილი სითამამეს და გამბედაობას შეგმატებთ, მაგრამ არ ღირს ზედმეტი ეგოიზმის, აგრესიის გამოვლენა და გარშემომყოფების სურვილების უგულებელყოფა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაანაწყენებთ და გააღიზიანებთ, ვისზეც თქვენი წინსვლა და წარმატებაა დამოკიდებული.

მშვილდოსანი – მეტად პერსპექტიული კვირაა, მთავარია არ დაიზაროთ, გააქტიურდეთ და დამოუკიდებლად სცადოთ საქმეების მოგვარება, რადგან სხვათა ლოდინი მხოლოდ შეაფერხებს თქვენს წინსვლას. კარგი პერიოდია გარეგნობის და იმიჯის შეცვლისთვის, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უთანხმოების გარკვევისა და ურთიერთობის მოწესრიგებისთვის. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება.

თხის რქა – წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა ბევრად სტაბილური იქნება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, თუმცა არ ღირს ზედმეტად მოდუნება და საკუთარი ვალდებულებების სხვებისთვის გადაბარება, რადგან საბოლოოდ მაინც თქვენ მოგიწევთ ყველა საქმის შესრულება. არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა, ჩვეული სიჯიუტისა და სიხისტის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ. კარგი პერიოდია სიახლეებისა და ცვლილებებისთვის, თუმცა არ ღირს ყველა ინოვაციის დაუფიქრებლად მიღება.

მერწყული – შედეგიანი იქნება კვირა თუ გააქტიურდებით, გამოიჩენთ ინიციატივის და დამოუკიდებლად შეეცდებით ჩანაფიქრის განხორციელებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველაა ინფორმაცია, რადგან არაა გამორიცხული სწორედ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეგიქმნათ პრობლემები.

თევზები – წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი და სტაბილური კვირაა. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და მოერიდოთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შეძენისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და შესაძლებლობების ახალ სფეროში მოსინჯვისთვის.

გეომაგნიტური დღეები – 21, 24, 25 და 26 ოქტომბერი.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები