მედია არ წყვეტს საუბარს ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განშორებაზე. გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ 55 წლის არტისტი და მსახიობი რევანშის იდეითაა შეპყრობილი. თუ რას გეგმავს საყვარელი მამაკაცისგან ორჯერ მიტოვებული ლოპესი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორ ავარიდოთ თავი ექს-მეუღლესთან შეხვედრას – ჯეი ლოს დახვეწილი გამოჩენა და უახლესი ფოტოები
ყოველივე ამის ფონზე, ჯენიფერი ბევერლი-ჰილსზე, სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს. ამ დღეს 55 წლის ლამაზმანი შავ სამოსში იყო გამოწყობილი. მას შავი ზედა, ამავე ფერის შარვალი და ფეხსაცმელი ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი მზის სათვალე და შავი ჩანთა ასრულებდა. მის ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ბენ აფლეკის ქვრივი“, „სამგლოვიაროდ გამოეწყო?“, „ჯეი ლოს რევანშისტული ლუქი“, – არ წყდება კომენტარები.
ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული ჯეი ლო „დიდი რევანშს“ გეგმავს – უახლესი დეტალები