ნიკოლ კიდმანი Academy Museum Gala-ს საპატიო სტუმრებს შორისაა. ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლი ყველასგან განსაკუთრებულად ლამაზი კაბით გამოირჩეოდა, ის ბრწყინავდა დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ულამაზესი შავი კაბით.
ეს გახლდათ „ბალენსიაგას” სტილში შექმნილი შავი ატლასის კაბა „ქალთევზას სილუეტით” და ულამაზესი შლეიფით, რომელსაც გრძელი ეგრეთ წოდებული „საოპერო ხელთათმანი” ამშვენებდა. კაბა კიდევ უფრო ლამაზი იყო უკანა ხედით, რადგან მას ულამაზესი ბაფთა ჰქონდა დეკორაციის სახით, ნიკოლმა ამ ანსამბლს სადა ვარცხნილობა და მინიმალური მაკიაჟი შეუხამა.