LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი პოსტები Diddy-სთან სკანდალის შემდეგ – ნახეთ რა ფოტოებს ავრცელებს ჯასტინ ბიბერი

422
page

Diddy-ის დაპატიმრებიდან უკვე ერთ თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ფიგურანტი გამოიკვეთა და დასახელდა იმ ვარსკვლავების ვინაობაც, რომლებზეც რეპერის მხრიდან, პერმანენტულად ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა მიმდინარეობდა.

ასეთ ვარსკვლავებს შორის გახლავთ ჯასტის ბიბერი, რომელსაც შონ კომბსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა.

სკანდალური დეტალების შემდეგ, 30 წლის ბიბერმა სოციალურ ქსელში პირველად გაავრცელა პოსტები. მართალია, იქ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაფერია ნახსენები, თუმცა გამომწერებისთვის ბიბერის პოსტები მაინც ნიშანდობლივია.

ფოტოები მეგობრებთან, საყვარელი მეუღლის ფოტო და აგრეთვე ფოტოსურათი ხმის ჩამწერი სტუდიიდან. როგორც ჩანს, არტისტი სიახლეებით ბრუნდება.

„იქნებ ახალი სიმღერით გაამხილოს სიმართლე“ – წერენ კომენტარებში.

ინსაიდერის ცნობით, ჯასტინს არ სურს შონ კომბსთან დაკავშირებული მოვლენების გახსენება, რადგან ეს მისთვის ძალიან ტრავმულია, თუმცა, ის მზად არის ყველაფერი თქვას, თუკი ეს სხვებს დაეხმარება.

„ძალიან გახდა, შეხედეთ მის სახესა და გამომეტყველებას“ – ჯასტინ ბიბერის შემაშფოთებელი პაპარაცული ფოტოები Diddy-ის სკანდალის ფონზე

„ეს იყო პირადი ჯოჯოხეთი“ – ჯასტინ ბიბერი მზადაა, Diddy-ის „თეთრი წვეულების“ შესახებ მოჰყვეს, თუკი ეს სხვებს დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები