LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს – ფაქტობრივად დაყადაღებულ თანხებთან დაკავშირებით მის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება!“

141
გია ვოლსკი და ბიძინა ივანიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს – დე ფაქტო დაყადაღებულ თანხებთან დაკავშირებით მის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს ამავე კონტექსტში უთხრა, „როდესაც ჩვენ შორის არის რაღაც თემა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ“.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება სასაუბროდ დაჯდე მაშინ, როდესაც შენი ფინანსური რესურსი დე ფაქტო დაყადაღებულია, რადგან არავინ ჩათვალოს, რომ ფულზეა საუბარი და ფულის საკითხის განხილვა მიდის, რომ არავინ ფულზე ლაპარაკი არ დაუშვას! ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეს და გადმოთარგმნეთ ისე, რომ ვინმეს ფულის გამო არ შეხვდა.

გიორგი გახარია: „ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა – ეს არ არის პირველი მუქარა და შანტაჟი, პასუხს არც კი გავცემ, რადგან ეს პირდაპირ აჩვენებს მოქალაქეებს არჩევნებამდე 4 დღით ადრე, თუ რა დღეშია და ვის დღეშია ქვეყანა“

„პირველად რაც მოხდა არის ის, რომ ეს კაცი საჯაროდ გამოვიდა და იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებითა და დაჭერებით. რაც მთავარია ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.“

როდესაც ჩვენ შორის არის რაღაც თემა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც ჯიბეში გიდევს გარკვეული მექანიზმი, რითაც ზემოქმედებას ახდენ.

ასე რომ მე და თქვენ თუ ერთმანეთს ვხვდებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვურთიერთობთ, ეს ვერასდროს შედგება, როდესაც თქვენ ისეთი თემა გაქვთ, რითაც ჩემზე გავლენის მოხდენის რესურსი გაგაჩნიათ“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს: „თქვენი დრო დამთავრდა!“

მან აქვე დასძინა, რომ „საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არა თუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები