„[ბიძინა ივანიშვილმა] ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ დროს ესარგებლათ ხმის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანში და აძლევდა ხმას“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, რომელსაც კომისიის აგრესიული რეაგირება მოჰყვა.
ნაცვლიშვილმა მთაწმინდის მესამე უბნის თავმჯდომარეს და კომისიას მოუწოდა – დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა.
ბიძინა ივანიშვილი – „მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ ქართველ ხალხს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს“
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალებისგან, “
„საარჩევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს დაარღვია საქართველოს კანონი. მან ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ დროს ესარგებლათ ხმის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანში და აძლევდა ხმას. ეს არის კანონის დარღვევა. ასე საქართველოს კანონით და არსად ევროპაში, ხმის მიცემა გათვალისწინებული არ არის.
ამასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, რომელსაც კომისიის გაავებული რეაგირება მოჰყვა, ახლაც, ამ წუთებში, ჩვენს წარმომადგენელზე, რომელიც აპირებს დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კანონის სრული დაცვით დაწეროს საჩივარი მომხდარ უკანონობასთან დაკავშირებით, არ აძლევენ საშუალებას განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, რითაც დამატებით არღვევენ ამ ქვეყნის კანონს.
მინდა მოვუწოდო მთაწმინდის პირველი ოლქის მესამე უბნის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს – დაიცავით არა რუსი ოლიგარქი, არამედ დაიცავით ამ ქვეყნის კანონმდებლობა! ეს არის თქვენი ვალდებულება!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ქვეყანაში საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა – კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო
ცნობისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს