LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ამეთვისტოს ჯვარი მოირგო, რომელიც აქამდე არავის ჰკეთებია 

146
page

მოგეხსენებათ, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი გამუდმებით ცდილობს ლეგენდარული ქალბატონების იმიჯის გამეორებას და მათი კუთვნილი გარდერობიდან სამოსისა თუ ნივთების მორგებას.

კიმმა „მეტ გალაზე“ მერილინ მონროს 5 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა ჩაიცვა და ის დააზიანა. უფრო კონკრეტულად კი კაბა მისი ზომა არ იყო, შესაბამისად ჩაცმის დროს შესაკრავი დაზიანდა.

კაბა 5 მილიონად – „მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო“ – ახალი დეტალები კიმ კარდაშიანის ავანტიურულ გადაწყვეტილებაზე

ამჯერად კიმმა პრინცესა დაიანას უძვირფასესი საკმაული მოიხდინა, რომელიც აქამდე არავის ჰკეთებია. 44 წლის ვარსკვლავი პრინცესა და­ი­ა­ნას ამეთ­ვის­ტოს ჯვრით ACMA Art+Film Gala-ზე გამოჩნდა. ამ დღეს მას „გუჩის“ თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მკერდზე უზარმაზარი ჭრილი ჰქონდა.

ცნობისთვის, ამეთ­ვის­ტოს ქვე­ბით გა­წყო­ბი­ლი ჯვა­რი 1920-იან წლებ­ში, სა­მე­ფო იუ­ვე­ლირ­მა შექ­მნა. ის პრინ­ცე­სას ლონ­დო­ნის საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­ლა­-კონცერტზე ეკეთა. აღსანიშნავია, რომ სამკაული არც და­ი­ა­ნამ­დე და არც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, არა­ვის ჰკე­თე­ბია.

მერილინ მონროთი შეპყრობილი კიმ კარდაშიანი ახალ ფოტოებს ავრცელებს

ფოტო: „ეს არის საშუალება ჩემი შინაგანი მერლინი აღმოვაჩინო“ – კიმ კარდაშიანმა მერლინ კონროს გარდერობი შტურმით აიღო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები